KIU-ში საჯარო ლექცია - „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იოხენ ციმერმანმა საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ წაიკითხა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექცია KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.

„რექტორმა სტუდენტებსა და თანამშრომლებს პროფესორი, იოხენ ციმერმანი წარუდგინა. რექტორმა გერმანელ პროფესორს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანულ მხარესთან სამომავლოდ კიდევ არაერთი საინტერესო, ერთობლივი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

საჯარო ლექციის მიზანს წარმოადგენდა მენეჯმენტის სფეროში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებისა და მექანიზმების სწორად გამოყენების საერთაშორისო მეთოდების გაზიარება, რომლებიც ორგანიზაციების მართვის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ზრდას მაქსიმალურად უწყობენ ხელს.

ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც KIU-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება