ლევან ხაბეიშვილი - პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და მისმა პროპაგანდისტულმა არხმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი

პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და მისმა პროპაგანდისტულმა არხმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ არის ქვეყანაში მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომელიც მუდმივად ტყუილებს აშუქებს.

„წამების, არაადამიანური მოპყრობის, ქაოსის მთავარი, მათ ენაზე უნდა ვთქვა, „გამპრავებელი“ ამ ქვეყანაში არის ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც მოქმედებს ისე, როგორც რუსეთში „რასია თუდეი“. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება ამ პროპაგანდისტული არხის წინააღმდეგ. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა თავპირს ალეწავენ ახალგაზრდებს, როცა 19-20 წლის ბიჭებს უშვებენ ციხეში, ამ ყველაფერს „აპრავებს“ შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“. თუ მსახიობებს იჭერენ, ექიმებს იჭერენ, თუ გცემენ, თავის ქალას აგხდიან, შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ მოგიყვებათ, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და ტელეკომპანია „იმედმა“ უნდა იცოდეს, რომ რუსული პროპაგანდა, ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება