ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხი ეხება მოქმედი კანონით განსაზღვრული თარიღის გადავადებას.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, კანონპროექტი „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის - 2024 წლის 1 დეკემბერი - შეცვლას ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტის თანახმად, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებები (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), ვალდებული იქნებიან, ნაცვლად 2024 წლის 1 დეკემბრისა, 2025 წლის 1 სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ ამავე კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. აღნიშნული მიდგომის პარალელურად, ცვლილებები ასევე შეეხება თანმდევი ღონისძიებების პროპორციულ გადავადებას.

მომხსენებლის განცხადებით, თარიღის გადავადება აუცილებელია იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორი უკეთ მოემზადოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, რიმა ბერაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

კანონპროექტს პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება