თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მე-10 მოწვევის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვის მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელეს, რომლებიც მე-10 მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული.

კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ ინიცირებული კანონპროექტების ჩამონათვალი წარადგინა, რომელიც როგორც უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ იყო მომზადებული. ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებთან და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნიოს კანონპროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება