რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა, საჰაერო განგაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა

რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, საჰაერო განგაში ქვეყნის ყველა რეგიონში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფრთოსანი რაკეტების ჯგუფი დაფიქსირდა ხერსონის ოლქში, მიკოლაივის ოლქის აღმოსავლეთით. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რაკეტებმა მიკოლაივის ოლქიდან კიროვოგრადისკენ განაგრძეს მოძრაობა. რაკეტები დაფიქსირდა სუმის, ჩერნიგოვის, კიევისა და პოლტავას ოლქებშიც.

საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები მოძრაობდნენ უკრაინის დასავლეთით - ვინიცის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ჩერკასისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებისკენ.

საჰაერო ძალებმა ასევე დააფიქსირეს „კინჟალის“ რაკეტები, რომელიც მოძრაობდა ჟიტომირისკენ, ხმელნიცკისკენ, ტერნოპოლისა და ივანო-ფრანკოვსკისკენ.

მედიის ინფორმაციით, კიევში, ოდესაში, ხმელნიცკსა და ივანო-ფრანკოვსკში აფეთქებების ხმები ისმოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს