ლევან ხაბეიშვილი - ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, რომ მათ აღარავინ ელაპარაკება ცივილიზებულ სამყაროში - ადასტურებს, რომ ქვეყნის გარეთაც მათთან მომლაპარაკებელი აღარავინ არ დარჩა

ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, რომ მათ აღარავინ ელაპარაკება ცივილიზებულ სამყაროში - ადასტურებს, რომ ქვეყნის გარეთაც მათთან მომლაპარაკებელი აღარავინ არ დარჩა, ამიტომ თუ ვინმემ მოახდინა ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დარღვევა, ეს არის რუსული პარტია, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის ბანდფორმირებებს“ ქვეყანაში მოაქვთ ქაოსი, არეულობა.

„ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, რომ არავინ მათ აღარ ელაპარაკებათ ცივილიზებულ სამყაროში. ადასტურებს, რომ ქვეყნის გარეთაც მათთან მომლაპარაკებელი აღარავინ არ დარჩა, ამიტომ თუ ვინმემ მოახდინა ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დარღვევა, ეს არის რუსული პარტია. თუ ვინმემ მოიტანა ქაოსი, არეულობა, თუ ვინმე თავპირს ალეწავს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ივანიშვილის ბანდფორმირებები, მათ შორის, რასაც აკეთებენ ქუჩებში, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის კლასიკური მაგალითი, ამიტომ ეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური თავმჯდომარე საუბრობს სიმართლეს, რომ მათ კონსტიტუციური წყობილება უკვე დაარღვიეს, სახელმწიფო გადატრიალება უკვე მოახდინეს, როცა ხმის უფლება ჩამოართვეს ადამიანებს, როცა ასობით ადამიანს თავპირი დაალეწეს, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან და მეტიც, გამოხატვის თავისუფლებისთვის უშვებენ ციხეში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ივანიშვილთან, რომელიც არ ფლობს არანაირ სახელმწიფო თანამდებობას, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას და რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური.

„საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ტელეფონს რომ იღებს და საქართველოში კი არ ურეკავს ე.წ. პრემიერ მინისტრს, ან ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, ან მაღალი თანამდებობის პირს, ურეკავს ბანდფორმირების ლიდერს, ივანიშვილს, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას, რომ ეს მთავრობა არის არალეგიტიმური. სხვა შემთხვევაში ვინმემ ამიხსნას როგორ მოხდა, რომ პრეზიდენტმა ე.წ. პრემიერს არ დაურეკა, პირდაპირ დაურეკა ივანიშვილს, რომელიც არცერთ თანამდებობას არ ფლობს საჯარო, სახელმწიფო უწყებაში. ფორმალურად, არავინ არ არის ივანიშვილი, მაგრამ მაკრონმა დაურეკა მას, რადგან არალეგიტიმური, არაღიარებული ხელისუფლების ბანდფორმირების რეალური მმართველი და ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი. უნდა გვესმოდეს, რომ ამ საუბარს აუცილებლად მოჰყვება შედეგები არა მარტო ივანიშვილისთვის თუ ის ძალაუფლების ჩაბღაუჭებას გააგრძელებს, სამწუხაროდ ეკონომიკურად, სოციალურად კიდევ უფრო მძიმედ აისახება ქართველ ხალხზე,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის