იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კანონპროექტი წესრიგდება, მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნასთან, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გაიმართა კონსულტაციები საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ასევე, გაზიარებული იქნა სახალხო დამცველის ცალკეული შენიშვნები.

„რეორგანიზაციის დაწყების შესაძლებლობად აღარ განიხილება კონკრეტული თანამშრომლისთვის ფუნქციის მინიჭება ან მისი საქმიანობიდან ცალკეული ფუნქციის ამოღება. არასწორი შეფასებები გამოიწვია პირველი რედაქციის კონკრეტულმა დანაწესმა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ რეორგანიზაციის შედეგად გამოცხადებული კონკურსი ავტომატურად იწვევს თანამშრომელთა გათავისუფლებას. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განჭვრეტადი და აღქმადი იყოს შესაბამისი მუხლი, განვახორციელეთ ცვლილება, რომლის თანახმად, რეორგანიზაცია, რა თქმა უნდა, არ იწვევს ავტომატურად რაიმე ფორმით სამსახურებრივი ურთიერთობის პირდაპირ შეწყვეტას. ანუ რეალურად კონკურსი, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ გამოცხადდება, იქნება განმსაზღვრელი იმისა ამ კონკურსი შედეგად ვინ დარჩება თანამშრომლად. ის პირები ვინც ვერ გაიმარჯვებენ კონკურსში რეზერვში ჩაირიცხებიან და თუკი კონკურსის შედეგების გასაჩივრება მოხდა და სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, განაცდური ანაზღაურდება და კომპენსაცია 3 თვის ვადით კვლავ რჩება ძალაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კონსულტაციის შემდეგ შევიდა კანონპროექტში არის ის, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის