ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - სებ-ი, სხვა მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნების  მსგავსად , უფრო სწრაფად პასუხობს  ბოლო პერიოდის შოკებს, ვიდრე ისეთი დიდი ქვეყნის ბანკები, როგორიცაა აშშ, ევროპის ცენტრალური ბანკი და ინგლისი

სებ-ი, სხვა მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნების მსგავსად უფრო სწრაფად პასუხობს ბოლო პერიოდის შოკებს, ვიდრე დიდი ქვეყნების ცენტრალური ბანკები. როგორიცაა მაგალითად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ევროპის ცენტრალური ბანკი და ინგლისის ბანკი და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი კარგადაა მომზადებული, ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და ძალიან კარგი ანალიტიკური გუნდი. აღნიშნული ეროვნულ ბანკს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირებს შეუძლიათ სათანადო რეაგირება ჰქონდეთ, - ამის შესახებ ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზდენიეკ ტუმამ, ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ განაცხადა.

როგორც ტუმამ აღნიშნა, კონფერენციის ფარგლებში მიმოიხილეს მცირე ზომის ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის მონეტარული პოლიტიკის არსებული გამოწვევები. ამ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ბოლო პერიოდის შოკების გავლენასა და მათი გადაჭრის გზებზე. იმსჯელეს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების შესაძლებლობებზე.

ორ დღიან საერთაშორისო კონფერენციაში „მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ ქართველი და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მონაწილეობდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს