ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული. აღნიშნული კანონპროექტების განსახილველად წინა მოწვევის პარლამენტმა წამყვან კომიტეტად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განსაზღვრა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა დეპუტატებს კანონპროექტების ნუსხა გააცნო.

„კომიტეტში გაიმართა კონსულტაციები აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. ეს კანონპროექტები არის აქტუალური და მნიშვნელოვანი. მათზე მსჯელობა გაგრძელდება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია კანონპროექტების განხილვის გაგრძელება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა