ბათუმში, სკოლა „ევრო 2000“-ის მასწავლებლებმა პროტესტის ნიშნად გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, სკოლა “ევრო 2000“- ის მასწავლებლებმა პროტესტის ნიშნად გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს.

პედაგოგების განცხადებით, აქცია-გაფიცვას აწყობენ და მოითხოვენ, რომ ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები დროულად გათავისუფლდნენ.

„500- მდე ადამიანი არის დაკავებული, 300- ზე მეტი კი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, არ შეიძლება სკოლაში ერთი რამ ისწავლებოდეს და ქვეყანაში სხვა რამ ხდებოდეს. თუ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, არ გათავისუფლდებიან დაკავებულები, გაფიცვების უფრო დიდ მასშტაბს მიიღებენ. ეს ყველაფერი კი, ხელისუფლებამ გაფრთხილებად მიიღოს”, - აცხადებენ შეკრებილები.

“გამოვუცხადოთ სოლიდარობა ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ორი კვირაა რუსთაველზე არიან. არცერთი უფლებამოსილი პირი არ გამოვიდა და არ მოუსმინა მათ, გაიაზრონ რა გვინდა! არ გვინდა არჩევნების წართმევის შედეგად მოსული მთავრობა, არც მათ მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვწყვეტთ ყოველგვარ მუშაობას ევროკავშირთან. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენი გზა არის ევროპისაკენ. ამ დასისხლიანებულ ადამიანებს დღევანდელ ე.წ მთავრობას არავინ აპატიებს! საერთოდ გადაუსვეს ხელი განათლების აუცილებლობას ჩვენს ქვეყანაში, არადა, განათლების გარეშე ვართ იქ, სადაც ვართ. მეამაყება ის ბავშვები, რომლებიც ღამეები დგანან ბათუმში, თბილისში - ისინი ჩვენი მოსწავლეები არიან. მე არ ვიცი ვისი გაზრდილია კობახიძე და ყაველაშვილი... რა უფლებით და კომპეტენციის საფუძველზე იღებს ეს ადამიანი თავის თავზე პასუხისმგებლობას გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი. შეთავაზება შეიძლება იყოს, მაგრამ ადამიანს უნდა გქონდეს, განცდა რა შეგიძლია, რისი უფლება გაქვს პირადად. მათ შორის ყაველაშვილს მოვუწოდებ, ოფიციალურად განაცხადოს იმ სამარცხვინო წარდგენაზე, რაც მოუწყო დღევანდელმა ე.წ მთავრობამ”, - აცხადებს პედაგოგი ინგა ბაგრატიონი.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო