მამუკა მდინარაძე - პოლიციელებისგან შორს ეს ბინძური ხელები! - ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ არა მომიტინგეს, არამედ იმ ხელებს, რომლებიც საცეცებივით, ასე ცუდი, ბოროტი პიარის სახით უპირისპირდება ქვეყანას და პოლიციას

პოლიციელებისგან შორს ეს ბინძური ხელები! ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ არა მომიტინგეს, არამედ იმ ხელებს, რომელიც საცეცებივით, ასე ცუდი, ნეგატიური, ბოროტი პიარის სახით უპირისპირდება ქვეყანას და უპირისპირდება პოლიციას, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მანამდე კი, მდინარაძემ ისაუბრა აქციაზე დაშავებული ადამიანების ფოტოების ჩვენებაზე. როგორც მან აღნიშნა, მათი „ძირითადი ნაწილი, არიან პოლიციაზე მოძალადეები და შემდეგ დაზიანებულები ამ ხელჩართულ ორთაბრძოლაში“.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ძალადობა ცალმხრივად არ დაუგმიათ.

„არ მოვრიდებივართ იმის თქმას, რომ ცალმხრივად არ დაგვიგმია მხოლოდ პოლიციელზე ძალადობა, მეორე მხრიდან ეს არ გვესმის. ისინი გმობენ მარტო ერთი მხრივ რაღაცას და მეორე მხრივ, თითქოს პოლიციელი საერთოდ არ არის ადამიანი. ახლა რა უნდა ვქნათ, ჩვენც ალბათ უნდა დავბეჭდოთ დაზიანებული პოლიციელების სხეულები, სახეები, თან ეს პოლიციელები ერიდებიან, ხომ, არ უნდათ, თავმოყვარეობის ამბავიც არის, დასახიჩრებული სახეების ჩვენება, ვიღაცას არ ერიდება.

150 დასახიჩრებული პოლიციელის დასახიჩრებული სახე და სხეულები, რა ვქნათ ახლა, ცალ-ცალკე ჩამოვატაროთ და ფოტოები დავბეჭდოთ და ამით შევეჯიბროთ ერთმანეთს? რომ აბევრებენ რაღაცებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, „რევოლუციას ყური არ უნდა შევაჩვიოთ“.

„მშვიდობიანი ჰქვია ამ მომიტინგეებს? მშვიდობიანს ვინ ეძახდა, რაღაც ელემენტარულ შეურაცხყოფას რომ მიაყენებდა, საქართველოში ამ დროს, მშვიდობიანად არ ითვლებოდა ხოლმე და ახლა „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ ესვრიან, მაინც მშვიდობიანს [უწოდებენ]. ამას იმიტომ გვაჩვევენ, რომ ოდესღაც იქნებ, რევოლუცია მოახდინონ და არ უნდა შევეჩვიოთ, ეს ყურს არ უნდა შევაჩვიოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი