თბილისის მერიასთან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს მერიასთან მიტანილი აქვთ ფოტოსურათები, რომლებზეც სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ადამიანები არიან გამოსახულები.

მათ ადგილზე, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ფიტული მიიტანეს, რომელიც ბუშტებზე შეაბეს და დემონსტრაციულად ჰაერში გაუშვეს.

აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის ფიტული რუსეთის დროშის ფერებში გააწყვეს.

“თბილისის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და კორუმპირებული მერია. ჩვენ ფიტულის ერთ ნაწილს ჰაერში გავუშვებთ, ხოლო მეორე ნაწილს მერიასთან დავტოვებთ”, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ “დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს