მარკ რუტე - ვლადიმერ პუტინის აგრესია ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს - საფრთხე მთელი სისწრაფით მოიწევს ჩვენკენ

ვლადიმერ პუტინის აგრესიის ნიმუში ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არ ვიმოქმედეთ - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და ბევრს არ სურდა დაეჯერებინა, რომ ის 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ომს წამოიწყებდა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„კიდევ რამდენი მაღვიძარის ზარი გვჭირდება? ღრმად უნდა ვიყოთ შეშფოთებული. ვიცი, რომ მე ვარ. რუსეთი უკრაინასთან და ჩვენთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება“, - აღნიშნა რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მიერ ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მტრული ქმედებები ჩამოთვალა, მათ შორის კიბერშეტევები, მკვლელობები, აფეთქება ჩეხეთის საბრძოლო მასალის საცავში, ბალტიის რეგიონში რადარების დაბლოკვა საჰაერო მიმოსვლის შეფერხების მიზნით და ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით მიგრანტების „იარაღად გამოყენება“.

„ეს თავდასხმები არ არის მხოლოდ იზოლირებული ინციდენტები. ისინი კოორდინირებული კამპანიის შედეგია ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ნატო არ არის მზად იმისთვის, რაც შეიძლება 4-5 წელიწადში მოხდეს.

„ჩვენი შეკავება ჯერჯერობით კარგია, მაგრამ ხვალინდელი დღე მაწუხებს. ჩვენ მზად არ ვართ იმისთვის, რაც 4-5 წელიწადში გველოდება. საფრთხე მთელი სისწრაფით მოიწევს ჩვენკენ. ის, რაც უკრაინაში ხდება, შეიძლება აქაც მოხდეს და ამ ომის შედეგის მიუხედავად, ჩვენ არ ვიქნებით უსაფრთხო მომავალში, თუ მზად არ ვიქნებით, გაუმკლავდეთ საფრთხეს“, - განაცხადა რუტემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის