იურისტები უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ

იურისტები უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ.

სამართლის სფეროს წარმომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს კონსტიტუცია. ისინი აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

„ეს ფურცლები ჩვენმა ახალგაზრდა იურისტებმა დაგვირიგეს იმის სიმბოლოდ, რომ კონსტიტუციისგან მხოლოდ ყდა დარჩა და მეტი არაფერი გარანტია ამ ქვეყანაში არ არის. ყველა ჩვენი კონსტიტუციური გარანტია, მათ შორის, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება, რაც გაწერილია კონსტიტუციაში, მათი შესრულების გარანტი უნდა ყოფილიყო კონკრეტულად ეს დაწესებულება და მთლიანად სასამართლო სისტემა. ამ პროცესებმა აჩვენა, რომ მოძალადე და ხელჯოხიან პოლიციაზე გაცილებით უარესი არის მოძალადე სასამართლო სისტემა, რომელიც აკანონებს ძალადობებს, ადამიანთა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას. სწორედ ამიტომ მოვედით ჩვენ აქ. სასამართლო პროცესებზე დღეს რეალურად სპექტაკლში ვმონაწილეობთ, იქ არაფერი არ წყდება, მართლმსაჯულების ბედი წყდება სხვაგან, ერთ ადამიანთან და მე დარწმუნებული ვარ, ეს ამ ქვეყანაში უკვე ყველამ იცის, უბრალოდ, არ არის მეტი ადგილი, სადაც შეიძლება გავაპროტესტოთ და ჩვენც, მსგავსად არაერთი პროფესიული გაერთიანებისა, ვასაჩივრებთ სწორედ იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს ჩვენი უფლებები დაცული”, - განაცხადა ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება