ნიკა სიმონიშვილი - ვაპროტესტებთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას, უსამართლობას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში გაგვიმეფა - ასეთი ტიპის აქციები “ქართულ ოცნებას” დიდ ტვირთად დააწვება

ასეთი ტიპის აქციები “ქართულ ოცნებას” დიდ ტვირთად დააწვება. ხელისუფლება ცდილობს, წნეხს ძალით უპასუხოს, მაგრამ ასე მარტივად ვერ ჩაივლის , - ამის შესახებ იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა უზენაეს სასამართლოსთან იურისტების აქციაზე განაცხადა.

სიმონიშვილის თქმით, საზოგადოება ერთსულოვანია იმაში, რომ ქვეყანა წინ უნდა წავიდეს, ევროპის მიმართულებით.

“ის პროტესტი, რომელიც მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს, მხოლოდ საღამოს არ იმართება, დღის აქციების სახე მიიღო.დღის განმავლობაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი გამოვდივართ და ვაპროტესტებთ იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ვაპროტესტებთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას. ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში გაგვიმეფა. ვაპროტესტებთ ქვეყნის კონსტიტუციიდან ხელის აღებას.

ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის აქციები “ქართულ ოცნებას” დიდ ტვირთად დააწვება. ხელისუფლება ცდილობს ამ წნეხს ძალით უპასუხოს, მაგრამ ეს ასე მარტივად ვერ ჩაივლის, რადგან საზოგადოება ერთსულოვანია.

საზოგადოება ერთსულოვანია იმაში, რომ ქვეყანა წინ უნდა წავიდეს, ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები, ძლიერი ინსტიტუციები და არა ერთი კაცის ნათქვამზე დატრიალებული ქვეყანა”,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება