მიხეილ სააკაშვილი - ყველაფერი ვიზუალურად საკმაოდ დაემსგავსა ბელარუსის პროტესტებს - საჭიროა მუდმივად ახალი შემტევი ფორმების ძიება და განხორციელება, მოწინააღმდეგის მუდმივი გაოცება

უამრავი ახალი სპიკერის გამოჩენა სხვადასხვა ეთერებში ნიშნავს სრულიად ახალი რეალობის დადგომას, - ასე ეხმაურება დღევანდელ აქციებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი თავის მიმართვაში აღნიშნავს, რომ საჭიროა მუდმივად ახალი შემტევი ფორმების ძიება და განხორციელება.

“თავისი ბიზნესების წინ გამოსული თანამშრომლები ძალიან ამაღელვებელი სანახავია - ავეჯის მაღაზია "ლაბორატორია ჩემი სახლის", "თეგეტა მოტორსის" და ათეულობით სხვა დაწესებულების წინ, თუნდაც 1 საათით გამოსული ამაყი მოქალაქეები.

უამრავი ახალი სპიკერის გამოჩენა სხვადასხვა ეთერებში ნიშნავს სრულიად ახალი რეალობის დადგომას. ამავე დროს ახლა ყველაფერი ვიზუალურად საკმაოდ დაემსგავსა ბელორუსის პროტესტებს. ამიტომ საჭიროა შემდგომშიც მუდმივად ახალი შემტევი ფორმების ძიება და განხორციელება, მოწინააღმდეგის მუდმივი გაოცება”, - წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს