პრეზიდენტი - ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას  - საქართველო დგას და იდგება

ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას, არც მუქარა, არც ყველა ეს ზომა, ხერხი, რომელიც არის გამოცდილი სხვადასხვა ტოტალიტარულ რეჟიმის მიერ, ვერ გაჭრის ამ საზოგადოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება ევროპული საქართველოს იდეამ გააერთიანა და შედგა ეროვნული თანხმობა.

“მთავარი არის ის, რომ ყოველ დღე გამოდის უფრო და უფრო მეტი ადამიანი, რომელიც თავის საკუთარ პროტესტს ახორციელებს ან გამოსვლებით, ან პეტიციებით, ან სიტყვით, ან მარშით - ამან უკვე მოიცვა მთელი ქვეყანა, ჩვენ ვნახეთ, რომ, პრაქტიკულად, ყველა ქალაქში იყო პროტესტი, პატარა თუ დიდი, ყველა თაობა და ვხედავთ, რომ ჩვენი უფროსი მეგობრები არიან ზოგჯერ სათავეში ამ პროტესტის და გვაჩვენებენ გზას. დღეს იყო ძალიან საინტერესო მაგალითი ამის, თუ როგორ გამოდიან საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები და ყველა თავისი კუთხით ახორციელებს ამ პროტესტს.

ამ პროტესტმა მოიცვა ჩვენი დიასპორა - ძალიან ბევრ ქალაქში ასევე იყო უწყვეტი გამოსვლები.

პროტესტმა მოიცვა ასევე საჯარო სექტორი, რაც ძალიან უჩვეულოა ჩვენი ქვეყნისთვის. აქამდე ძალიან ერიდებოდა. ამან გამოიწვია უმკაცრესი კანონცვლილება დღეს და დაჩქარებული პროცესით მიიღეს ახალი კანონი, რომელიც, პრაქტიკულად, არის საჯარო სექტორზე პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი.

ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას, არც მუქარა, არც ყველა ეს ზომა, ხერხი, რომელიც არის გამოცდილი სხვადასხვა ტოტალიტარულ რეჟიმის მიერ, ვერ გაჭრის ამ საზოგადოებაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო - საქართველო დგას და იდგება, შეიკრა სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა ამოიღო. არსებობდა ალბათ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ დღეს შეიკრა, შედგა.

ასევე, ევროპული საქართველოს იდეამ გააერთიანა ერი და შედგა ეროვნული თანხმობა, ის, რასაც ვხედავთ ქუჩებში - ის სოლიდარობა, ის სიყვარული, ის სითბო, ის მოთმინება, ის მშვიდობიანი გამოხატულება ამ ერთიანი ეროვნული განცდის არის ის, რაც საქართველოს სჭირდებოდა და ეს არის ის იდეა, რომელიც რეალობად იქცევა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა