გიორგი ვაშაძე - აუცილებელია პროტესტი და სისტემის ჩამოშლა - პოლიციელები ხალხის მხარეს უნდა გადმოვიდნენ

აუცილებელია პროტესტი და ჩამოშლა რეჟიმის. პოლიციელები ხალხის მხარეს უნდა გადმოვიდნენ, გაემიჯნონ ივანიშვილის რეჟიმს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეურაცხყოფაა ის, რასაც ივანიშვილი საკუთარ ხალხს უკეთებს.

„ეს სასაცილო არ არის, ეს ძალიან მძიმე რეალობაა. ასე ეპყრობა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ქართველ ხალხს. ეს დაცინვა კი არაა, ეს არის შეურაცხყოფა, როდესაც ადამიანი, რომელიც არის ყველაზე დაბალი განვითარების მაჩვენებელი მის საჯარო სივრცეში მოღვაწეობის დროს, ყველაზე მეტად ვისაც არ წარმოიდგენდა, ყველაზე მეტად დიდ შეურაცხყოფად რასაც ჩათვლიდა, ის გააკეთა ივანიშვილმა. ასეთია მისი დამოკიდებულება ხალხთან. მან ხო მშვიდობის ნაცვლად ქაოსი და არეულობა მოიტანა. სანამ ამ კაცს არ მოვიშორებთ, ამ ქვეყანას არ ეშველება.

ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამისთვის აუცილებელია პროტესტი და ჩამოშლა რეჟიმის სისტემის, პოლიციელები ხალხის მხარეს უნდა გადმოვიდნენ, გაემიჯნონ ივანიშვილის რეჟიმს“, - განაცხად ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება