Politico - ევროპელი ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი, 18 დეკემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხს განიხილავენ

ევროპელი ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტესა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა მას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან.

ევროპელი ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო ფორმატებისა და ევროპული სამშვიდობო მისიის შექმნის შესახებ იმსჯელებენ.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ მომავალ ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და კირ სტარმერიც მიიღებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს