პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს -  არ გვინდა, არც  „სალომე, სალომე“, არც „მადლობა, მადლობა“, აქ ვართ ყველანი ერთი რამის გამო - მშვიდობა და სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები!

მშვიდობა და სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ მივიდა.

„არ გინდათ კითხვები, არ გვინდა, არც - „სალომე, სალომე“, არც „მადლობა, მადლობა“. აქ ვართ ყველანი ერთი რამის გამო. ერთი, თუ არ იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა, რომელიც ყველას უნდა. მშვიდობა და სამართლიანობა, რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები. ამისთვის ვართ აქ, მშვიდად, წყნარად და არეულობის გარეშე. ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი მეორე მოთხოვნას თამარა მაჭავარიანი გააჟღერებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება მაჭავარიანს, მან აქციაზე დაკავებულ და დაშავებულ ადამიანებზე ისაუბრა.

„მე, როგორც გეგა კობახიძის დედა, მაწუხებს ის დაპატიმრებული, ნაცემი და ნაწვალები ბავშვები. მე რაც გადავიტანე, არ მინდა რომელიმე დედამ გადაიტანოს, მაგრად და კარგად იყავით, თქვენთან ერთად ვართ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის