ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებაზე - ეს შეცდომა იქნება - აუცილებელია რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის ნებისმიერ ფასად თავიდან აცილება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის დაშვება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შოლცმა n-tv-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, შეცდომა იქნება, თუ იარაღს, რომელიც უკრაინას მივაწოდეთ, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენებენ, ან თუ მივაწვდით იარაღს, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის კონფლიქტის „ნებისმიერ ფასად“ თავიდან აცილება.

„თუ ჩვენს გარდა არავის აქვს გონებრივი ძალა, რომელიც საჭიროა აწონ–დაწონილი გადაწყვეტილებების მისაღებად, მაშინ ასე იყოს“, - აღნიშნა შოლცმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს