კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე - ეს ადამიანი არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის გარე ძალებიდან იმართება, ის არის ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი

ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის იმართება გარე ძალებიდან, ის არის ამ ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას დარჩა ორი პარასკევი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ამასთან, კალაძემ მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

„პირველ რიგში, მინდა საქართველოს მივულოცო ახალი პრეზიდენტის არჩევა მიხეილ ყაველაშვილის სახით. მინდა წარმატებები ვუსურვო მას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი, იქნება ღირსეული ადამიანი, ვინც ღირსეულად იქნება ქვეყნის, ხალხის სამსახურში. ყველაზე მთავარი რა არის დღეს? - გიყვარდეს შენი ქვეყანა და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც სჭირდება შენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. სალომე ზურაბიშვილის კონკრეტული ქმედებები, განცხადებები აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის ინტერესებთან. აშკარად ჩანდა, რომ ეს ადამიანი არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის იმართება გარე ძალებიდან, ის არის ამ ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას დარჩა ორი პარასკევი.

სალომე ზურაბიშვილი მისი განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებს, იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს. თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს არის მის თავში მოხარშული „მესიჯები“, პირიქით, გარედან წამოსული დავალებაა, თუ რა უნდა თქვას, როგორ უნდა იმოქმედოს. არ იფიქროთ, რომ ის, რასაც ეს რადიკალური დაჯგუფება აკეთებს, თუნდაც „მესიჯების“ დონეზე, მათი დალაგებული იყოს. ყველაფერი მოდის გარედან, როგორც ეტყვიან, დაავალებენ, ისე უნდა იმოქმედონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი აქვს ორი პარასკევი“, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან