გრიგოლ გეგელია - მოქმედი ე.წ. პრემიერის დასანქცირება არის იშვიათად მკაფიო სიგნალი, რომ ევროპული კავშირის სახელმწიფოები არ ცნობენ თვითმარქვია, არალეგიტიმურ ხელისუფლებას

სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. სანქცირებულია, მათ შორის, თვითმარქვია პრემიერი კობახიძე და მოძალადე რეჟიმის მსახური 17­ პირი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რითაც საქართველოს თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.

გეგელიას თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასანქციება არის იმის ნიშანი, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ლეგიტიმურად არ ცნობენ „ქართული ოცნების“ მთავრობას.

„მოქმედი ე.წ. პრემიერის დასანქცირება არის იშვიათად მკაფიო სიგნალი, რომ ევროპული კავშირის სახელმწიფოები არ ცნობენ თვითმარქვია, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ აპირებენ მასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას.

ქართველმა ხალხმა დაუყოვნებლივ უნდა მიაღწიოს ახალ არჩევნებსა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას“, - აცხადებს გეგელია.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა