ანონსი 16 დეკემბერი

16 დეკემბერს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე კურიერები მარშს გამართავენ. ისინი დაკავებულებს, მათ შორის 19 წლის კურიერს, ირაკლი მიმინოშვილს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

საკონტაქტო: გიორგი დიასამიძე - 592 210 021; თამარ ანსიანი - 571 180 718; გიორგი ნარიკაშვილო - 555 660 362

16 დეკემბერს, 13:00 საათზე, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიულ ზომებს ამკაცრებს. ასევე, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ რეპრესიების გაძლიერებას, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის საყოველთაო უფლებებთან“.

მის: ჭოველიძის 4ა

საკონტაქტო: ნათია კოპალიანი - 599 552 588

16 დეკემბერს, 13:00 საათზე, 4 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს.

მის: ტარას შევჩენკოს 1 (სასტუმრო “შოთას” საკონფერენციო სივრცე

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

16 დეკემბერს, 14:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

16 დეკემბერს, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გარემოსდამცველთა მარში - „ევროპული საქართველოსთვის“ გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება