ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა ძალა კურსკში, იმისთვის, რომ უკრაინამ დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში, კურახოვოში არსებული ვითარება მძიმეა, ამასთან, მისი თქმით, საჭიროა ძალის გამოყენება კურსკის მიმართულებით იმისთვის, რომ ქვეყანამ დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დღეს იყო მოხსენება მთავარსარდალ სირსკისგან ფრონტზე და კურსკის ოპერაციის რაიონებში არსებული ვითარების შესახებ. მძიმე ვითარებაა პოკროვსკის მიმართულებით და კურახოვოში. მადლობელი ვარ ყველა ქვედანაყოფის, რომელიც იქ ოკუპანტებს ანადგურებს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს კურსკის ოლქში - იქ საჭიროა ძალა იმისთვის, რომ უკრაინამ და უკრაინელებმა დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება საიმედო და გარანტირებული მშვიდობა.

”ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს მიზნებს”, - დასძინა მან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება