შალვა პაპუაშვილი ლიეტუვისა და ესტონეთის სანქციებზე - ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე - დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით

ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით და ზედმეტად თვალშისაცემია მათი განსაკუთრებული თავდასხმები ქართველ ხალხზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გულსატკენია, რომ ხელისუფლებები, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, თავს ესხმიან ქართველ ხალხს.

„რა თქმა უნდა, ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. თუმცა გასაგებია, ამას დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით და ზედმეტად თვალშისაცემია მათი განსაკუთრებული თავდასხმები ქართველ ხალხზე, რაც სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენ ლიეტუველ და ესტონელ ხალხთან გვაქვს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა, რაც ისტორიული წარსულითაც არის განპირობებული. ამიტომ, გულსატკენია, რომ ხელისუფლებები ლიეტუველი და ესტონელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ თავს ესხმიან ქართველ ხალხს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ლიეტუვის და ესტონეთის ხელისუფლება ჩართული იყო, მათ შორის, წინასაარჩევნო პროცესში, ვხედავდით მათ თბილისის ქუჩებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობდნენ. მაშინვე ვამბობდი, რომ საქმე არასერიოზულ ხალხთან გვაქვს, რომლებმაც ერთადერთ რამეს შეიძლება მიაღწიონ - ისინი ჩვენ ვერ დაგვაზიანებენ, თუმცა შეეძლოთ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა დაეზიანებინათ.

დღეს ვნახეთ საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ ჩვენ ასეთ მდაბალ პროვოკაციებს არ ავყვებით. ჩვენ ესტონელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ დავრჩებით იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც გვეკადრება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის სია, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული სიის იდენტურია.

„იმავეს ვხედავდით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ის სია, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, იდენტურია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული სიისა. საერთო ჯამში, აქაც ჩანს ის საერთო ხელი, რომელიც ამ ხელისუფლებებს მართავს. საერთო ხელწერაა - უკვე ერთნაირ სიებსაც კი უდებენ. ანუ, ამ მხრივაც კი საკუთარი აზრი არ აქვთ ჩამოყალიბებული. უბრალოდ, copy-paste-ით, ერთი ხელით იმართება ეს ყველაფერი. ჩვენ დიდი ხანია ამ ურთიერთობაში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთანაც, რომელიც საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ესხმის თავს ქართველ ხალხს. ვინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობას უკრაინელ ხალხთან ყველა იმ პროცესის შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იკადრა. ამის შემდეგ უკრაინელ ბავშვებსაც ვიღებდით, არც ჰუმანიტარული დახმარება შეგვიჩერებია, არც საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინელი ხალხის დახმარება შეგვიჩერებია. ხელისუფლებები იცვლება, შეიცვლება უკრაინაშიც, ლიეტუვაშიც და ესტონეთშიც. საბოლოო ჯამში ყველა ეს ხალხი მიხვდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ხალხების საერთო ინტერესებით მოქმედებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობებმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები გააფართოვეს და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც დაასანქცირეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის თქმით კი, ლიეტუვას მთავრობამ კიდევ 17 პირი დაასანქცირა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვისა და ესტონეთის სანქციებზე - ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე - დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით

ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით და ზედმეტად თვალშისაცემია მათი განსაკუთრებული თავდასხმები ქართველ ხალხზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გულსატკენია, რომ ხელისუფლებები, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, თავს ესხმიან ქართველ ხალხს.

„რა თქმა უნდა, ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. თუმცა გასაგებია, ამას დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით და ზედმეტად თვალშისაცემია მათი განსაკუთრებული თავდასხმები ქართველ ხალხზე, რაც სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენ ლიეტუველ და ესტონელ ხალხთან გვაქვს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა, რაც ისტორიული წარსულითაც არის განპირობებული. ამიტომ, გულსატკენია, რომ ხელისუფლებები ლიეტუველი და ესტონელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ თავს ესხმიან ქართველ ხალხს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ლიეტუვის და ესტონეთის ხელისუფლება ჩართული იყო, მათ შორის, წინასაარჩევნო პროცესში, ვხედავდით მათ თბილისის ქუჩებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობდნენ. მაშინვე ვამბობდი, რომ საქმე არასერიოზულ ხალხთან გვაქვს, რომლებმაც ერთადერთ რამეს შეიძლება მიაღწიონ - ისინი ჩვენ ვერ დაგვაზიანებენ, თუმცა შეეძლოთ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა დაეზიანებინათ.

დღეს ვნახეთ საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ ჩვენ ასეთ მდაბალ პროვოკაციებს არ ავყვებით. ჩვენ ესტონელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ დავრჩებით იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც გვეკადრება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის სია, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული სიის იდენტურია.

„იმავეს ვხედავდით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ის სია, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, იდენტურია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული სიისა. საერთო ჯამში, აქაც ჩანს ის საერთო ხელი, რომელიც ამ ხელისუფლებებს მართავს. საერთო ხელწერაა - უკვე ერთნაირ სიებსაც კი უდებენ. ანუ, ამ მხრივაც კი საკუთარი აზრი არ აქვთ ჩამოყალიბებული. უბრალოდ, copy-paste-ით, ერთი ხელით იმართება ეს ყველაფერი. ჩვენ დიდი ხანია ამ ურთიერთობაში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთანაც, რომელიც საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ესხმის თავს ქართველ ხალხს. ვინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობას უკრაინელ ხალხთან ყველა იმ პროცესის შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იკადრა. ამის შემდეგ უკრაინელ ბავშვებსაც ვიღებდით, არც ჰუმანიტარული დახმარება შეგვიჩერებია, არც საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინელი ხალხის დახმარება შეგვიჩერებია. ხელისუფლებები იცვლება, შეიცვლება უკრაინაშიც, ლიეტუვაშიც და ესტონეთშიც. საბოლოო ჯამში ყველა ეს ხალხი მიხვდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ხალხების საერთო ინტერესებით მოქმედებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობებმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები გააფართოვეს და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც დაასანქცირეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის თქმით კი, ლიეტუვას მთავრობამ კიდევ 17 პირი დაასანქცირა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის