ინგოროყვას კლინიკა აქციაზე დაშავებულ 22 წლის ალექსანდრე თირქიაზე - მხედველობის ფუნქცია დაქვეითებულია, მაგრამ შენარჩუნებული, ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც - ახლა გადაწყდება რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაყვანის საკითხი

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ექიმები რეანიმაციიდან მისი პალატაში გადაყვანის საკითხზე მსჯელობენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თვალის ფუნქციის შეფასებისას დადგინდა, რომ პაციენტს შეუძლია ობიექტების გარჩევა.

„ყველა პარამეტრით გაუმჯობესება გახლავთ. ცნობიერია, კონტაქტი სრულიად მყარდება, თვითონ ითხოვს წამოდგომასაც, უკვე მოხერხდა თვალის ფუნქციის შეფასება და საბედნიეროდ, მხედველობის ფუნქცია, მართალია დაქვეითებულია, მაგრამ ფუნქცია შენახული გახლავთ. ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც. ასე რომ, ახლა გადაწყდება რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაყვანის საკითხი. ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა თავისუფლად შეთავსებადია პალატაში გადაყვანის საკითხთან“, - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია