დიმიტრი სამხარაძე - კალასმა თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო, ახლა დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში, დავამხოთ მთავრობაო, უნდა გუგუნებდეს ოპოზიცია - სად არიან? აი, თურმე რა დაგვიზღვევია

კალასი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო. ახლა წესით დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, კაია კალასის ეს განცხადება პირველი ნაპერწკალი უნდა ყოფილიყო, რასაც უნდა დაენგრია ყველაფერი, ოპოზიციის მიერ კი მთავრობის დამხობის მოთხოვნა უნდა გაჟღერებულიყო, „თუმცა, ისინი არსად არიან და სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარება დააზღვია მმართველმა გუნდმა“.

„დღეს 16 დეკემბერია…

კალასი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო.

ახლა წესით დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში.

პირველი ნაპერწკალია, რასაც უნდა დაენგრია ყველაფერი, ხალხი უნდა აღეშფოთებინათ, დავამხოთ მთავრობაო უნდა გუგუნებდეს ოპოზიცია…

სად არიან?.. აი, თურმე რა დაგვიზღვევია…

ვერ გაგვიცანით, ვერც ერთი ძალიან მაგარი კაცი შეაფასეთ და დააფასეთ…

სიმართლე გაიმარჯვებს ყოველთვის და უნდა შეეგუოს ყველა სიმართლის და საქართველოს გამარჯვებას!

ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ!" - წერს დიმიტრი სამხარაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს