მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით არაქართულენოვან სკოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ორი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.

როგორც კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„სამუშაო შეხვედრა 12 და 13 დეკემბერს, თბილისის #98 და გარდაბნის #4 სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა, რომელსაც GCCA-ის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე დეტალური პასუხები მიიღეს. კერძოდ, სკოლის მოსწავლეებმა GCCA-ის წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად მიმოიხილეს რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინონ ადგილზე და ონლაინ ყიდვის დროს, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს