თეონა აქუბარდია - ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილება დადებითი მოვლენაა

ალეკო ელისაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ახლა პროკურატურის მიერ [მოთხოვნის] შეცვლაზეა საუბარი. ვფიქრობ, რომ ნამდვილად დადებითი მოვლენაა, - ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თეონა აქუბარდია საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის საქმე არის პოლიტიკური.

„ის, რომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ახლა პროკურატურის მიერ შეცვლაზეა საუბარი, ვფიქრობ, რომ ნამდვილად დადებითი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შემთხვევაა, როდესაც ამ ტიპის დანაშაულზე ჯარიმით არის დასრულებული [შემთხვევები].

ალეკო ელისაშვილის საქმე არის პოლიტიკური. მით უფრო, მისი დაკავების, ცემის ფაქტი. შესაბამისად, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები იმას, თუ ეს ასე მოხდება”, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებაში პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს