ქსავიე ბატელი - არჩევნებთან დაკავშირებით სანქციების დაწესებამდე, უნდა მოვისმინოთ, იყო თუ არა გაყალბება - საქართველოში აქციის მონაწილეების დასჯა, მათ მიმართ ასეთი ძალადობა მიუღებელია, ეს არის ის, სადაც უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები

თუ ვამბობთ, რომ უნდა დავაწესოთ სანქციები არჩევნებთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ, რომ იყო გაყალბება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, იქ იყო ასობით დამკვირვებელი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმის ნახვა, იყო თუ არ გაყალბება და არა ის, რომ უნდა დავსაჯოთ, რადგან არ მოგვწონს შედეგი, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ძალადობა, რასაც საქართველოს მთავრობა აქციის მონაწილეების მიმართ იჩენს, მიუღებელია.

„მაგრამ მთავრობის ქცევა მიუღებელია, აქციის მონაწილეების დასჯა, მათ მიმართ ასეთი ძალადობა მიუღებელია. ეს არის ის, სადაც უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები, მაგრამ პარტიის დასჯა, რომელსაც კარგი შედეგი ჰქონდა ეს ჩემი აზროვნების სტილი არ არის. მაგრამ ამ საკითხზე უნდა გვქონდეს დახურულ კარს მიღმა საუბარი და 27 წევრს შორის თანხმობის მიღწევა იოლი არ არის“, - აღნიშნა ქსავიე ბატელმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის