თინა ხიდაშელი - ძირითადი გზავნილია, რომ ყველა ზომა, რომლითაც პარტნიორებს მივმართავთ, რეჟიმის წარმომადგენლებს უნდა შეეხოს და ქვეყნის მოსახლეობას ზარალი არ უნდა მიაყენოს

ძირითადი გზავნილია, რომ ყველა ზომა, რომლითაც პარტნიორებს მივმართავთ, რეჟიმის წარმომადგენლებს უნდა შეეხოს და ქვეყნის მოსახლეობას ზარალი არ უნდა მიაყენოს,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანა ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი ამ ტიპის შეხვედრა ტარდებოდეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან, რათა კრიზისის განსამუხტად სრული კოორდინაცია იყო“.

„ჩვენი საუბრის მთავარი თემაც ეს იყო ჩვენს უცხოელს პარტნიორებთან, როგორც ვიმუშაოთ ერთმანეთთან, რომ მინიმალური რისკებით სწრაფი შედეგები დადგეს საქართველოს სუვერენიტეტის და ქართული სახელმწიფოებრიობის სასარგებლოდ. ჩვენი უმთავრესი და უპირველესი ამოცანა სწორედ ესაა - გადავარჩინოთ ქვეყანა და ამისთვის გამოვიყენოთ სრულად როგორც ქვეყნის შიგნით რესურსი, ისე პარტნიორების“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, ხიდაშელის თქმით, პარტნიორებთან საუბრობენ იმაზე, რომ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიიღება, საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს.

„ძირითადად საუბარია უპირველესად იმაზე, რომ კოორდინირებული იყოს ყველა გზავნილი, რომლითაც ჩვენ ჩვენს მეგობრებს ვესაუბრებით ორ მთავარ ამბავზე -გადაწყვეტილებებით, რომელიც მიიღება, ჩვენი მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს. მაგალითად, უვიზო. უვიზოს შეჩერება აუცილებლად უნდა გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლებზე, ადამიანებზე, რომლებიც ძალადობენ ხალხზე, მაგრამ ის არ უნდა შეეხოს ჩვენს მოსახლეობას. ეს ერთ-ერთი მაგალითია. ძირითადი ამოცანა და გზავნილი ესაა - ყველა ზომა, რომლითაც პარტნიორებს მივმართავთ, უნდა შეეხოს რეჟიმის წარმომადგენლებს და ზარალი არ უნდა მიაყენოს ქვეყნის მოსახლეობას“,- განაცხადა ხიდაშელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს