ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, ამით საქართველო გახდება ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, გვინდა 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას და ამით საქართველო გახდება ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, ამისთვის მუშაობა დაწყებულია და გრძელდება. ვფიქრობთ, რომ ჩვენ 2028 წლისთვის გადავაჭარბებთ უკვე 8 000 მეგავატს ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით და 2030 წლისთვის გეგმა არის, რომ გადავაჭარბოთ 10 000 მეგავატს. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება.

ჩვენ ქართველი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სფეროში ქვეყნის მაქსიმალურ წარმატებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, ძალიან ამბიციური გეგმა და ამ გეგმას პირნათლად შევასრულებთ. ჩვენი სამთავრობო პროგრამის სახელწოდება გახლავთ - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გეგმაზომიერად შევასრულოთ ეს ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია