პრემიერი - ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს

ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გავხდეთ - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური “წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა კეთილდღეობის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს სწორედ 2030 წლისთვის.

„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის წინაშე და არა მარტო, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება