კახა კალაძე - გავა დრო და ყველა მიხვდება, რამხელა უბედურებას ავარიდეთ ქვეყანა, ჩვენი სწორი და პრაგმატული პოლიტიკით

გავა დრო და ყველა მიხვდება, რამხელა უბედურებას ავარიდეთ ქვეყანა, ჩვენი სწორი და პრაგმატული პოლიტიკით - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა მიუხედავად ზეწოლებისა, შემოტევებისა და მუქარებისა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკელი ეკონომისტისა და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსის, ჯეფრი საქსის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველოს სიფრთხილე და წინდახედულობა სჭირდება, რის შესახებაც ის, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებდა.

მისივე თქმით, შესაძლოა, „დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებები არაპოპულარული ჩანს, თუმცა დრო აჩვენებს მათ სისწორეს“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა მიუხედავად ზეწოლებისა, შემოტევებისა და მუქარებისა. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი.

რა თქმა უნდა, გვახსოვს სულ რამდენიმე წლის წინანდელი მწარე წარსული, 2008 წლის ომი და ის, თუ რა შედეგები მოგვიტანა ამ ყველაფერმა. დავკარგეთ ტერიტორიები, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა და გმირი ჯარისკაცები დაგვეღუპა, უმძიმესი შედეგების წინაშე აღმოვჩნდით და ჯერაც არ მოგვიშუშებია ეს ტკივილი. უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და კარგად გვესმის, რა მოაქვს ომს და რამხელა უბედურების მომტანია ქვეყნისთვის. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. შესაბამისად, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, უპირველესად, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. შეიძლება ხშირად გვიწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც, შესაძლოა, არაპოპულარული იყოს, მაგრამ გავა დრო და დამერწმუნეთ, ყველა მიხვდება, რამხელა უბედურებას ავარიდეთ ქვეყანა ჩვენი სწორი და პრაგმატული პოლიტიკით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება