მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი - დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი

დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა, პროცესი 23 დეკემბრისთვის გადაიდო.

„ჩემი პროცესი გადაიდო, მაგრამ არ დაიშალოთ, იმიტომ, რომ ახალი წარმოდგენა დაიწყება - ლექსო მაჭავარიანის პროცესი და ვნახოთ, რაღაც საინტერესო მოხდება, დარწმუნებული ვარ.

სასამართლოზე ჩემი წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა, იმიტომ, რომ საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული პარალელურად და მაგის გამო გადაიდო ჩემი პროცესი.

კი, დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა დეტალებზე, პროცესი რომ იქნება 23 დეკემბერს, მერე ვილაპარაკოთ",- განაცხადა ბახუტაშვილმა.

ცნობისთვის, ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს