აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვრების დაცვის კუთხით საქართველოს გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 10-მდე სასაზღვრო პუნქტი ცუდ მდგომარეობაშია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვრების დაცვის კუთხით საქართველოს გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 10-მდე სასაზღვრო პუნქტი ცუდ მდგომარეობაშია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მაღალ სიმაღლეზე არსებულ საზღვრის მონაკვეთებზე ზამთრის თვეებში პერსონალის განთავსება მკაცრი პირობების გამო შეუძლებელია.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მთავრობას მხარდაჭერისთვის მიმართა რესურსების სიმცირით გამოწვეული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, რომლებიც საზღვრების უსაფრთხოების დაცვის მცდელობებს აფერხებს, როგორიცაა თვალის სკანერი აეროპორტებისთვის, ძრავების შეცვლა საპატრულო ნავებისთვის და აღჭურვილობა სწრაფი რეაგირების გუნდებისთვის. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან პატრულირების გზით აკონტროლებს, რომელთაგან დაახლოებით 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია - მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებლად შეუსაბამოა. რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მაღალ სიმაღლეზე არსებულ საზღვრის მონაკვეთებზე ზამთრის თვეებში პერსონალის განთავსება შეუძლებელია მკაცრი პირობების გამო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები პატრულირების მიზნით დაბალ სიმაღლეზე მდებარე ადვილად მისადგომ ადგილებში გადაადგილდნენ. ისინი ამ მონაკვეთების მონიტორინგისთვის სათვალთვალო და სასაზღვრო დაზვერვის შესაძლებლობებს ეყრდნობიან. ახალი სასაზღვრო პუნქტების დაგეგმილი მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობას მაღალმთიან რაიონებში ოპერაციები და პატრულირება მთელი წლის განმავლობაში განახორციელოს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ივლისში 2000-მდე ადამიანთა ჯგუფის მუქარის გამო „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება გაუქმდა.

„2023 წლის ივლისში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ გაეუქმებინათ დაგეგმილი, დახურული „პრაიდის“ ღონისძიება, რადგან 2000-მდე პრორუსულმა ულტრამემარჯვენე უკონტროლო კონტრდემონსტრანტების ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, მონაწილეების მიერ მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციით დაცული უფლების გამოყენება არ დაუშვა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონტრდემონსტრანტებს უფლება მისცა თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ „პრაიდის“ ღონისძიების ტერიტორიაზე, სამართალდამცავების მხრიდან სერიოზული დაბრკოლებების გარეშე. საპასუხოდ, შსს-მ განაცხადა, რომ ღონისძიების გაკონტროლება რთული იყო, მისი ტბის მიმდებარედ, ღია ზონაში მდებარეობის გამო. მათი ქმედებების გამო კონტრდემონსტრაციის არც ერთი ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია