გურამ როგავა - ფორმალურად გაგვაცნეს დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია - გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ 18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ

დღეს, უბრალოდ, ფორმალურად გაგვაცნეს დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია - 18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ, - ამის შესახებ „ფორმულას“ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგავას თქმით, მას შემდეგ, რაც მან მოიკითხა ამოიღო თუ არა უწყებამ რუსთაველის გამზირზე არსებული კამერების ვიდეოჩანაწერები, პასუხი იყო, რომ „გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს“.

„დღეს, უბრალოდ, ფორმალურად გაგვაცნეს ის დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია. მანამდე, გამოკითხვაზე ყველა კითხვა დაისვა. ყურადღება ბოლო ეპიზოდმა მიიქცია, მაგრამ მანამდეც იყო ძალადობის ფაქტები, როდესაც ჩვენს ოპერატორს, ჯონი ბაკურიძეს ყელში უჭერდნენ და აპარატურა დააზიანეს.

კი, ფორმალურად გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დღეს პროტესტი გამიჩნდა - მაგალითად, ვინ გამოკითხეთ? - 18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ. ვიკითხე - სათვალთვალო კამერების ჩანაწერები თუ ამოიღეთ? მე თავიდანვე, პირველ დღეს რომ გამომკითხეს, გამომძიებელს ხაზგასმით ვუთხარი, რომ იქ უამრავი კამერაა, გარდა შსს-ს კუთვნილი კამერებისა, რომელიც რუსთაველზე უპრეცედენტო რაოდენობისაა. კადრში ჩანს, რომ გარბის და ტერიტორიას ტოვებს. იქ კი უკეთია ნიღაბი, მაგრამ რომ გაიქცა იქნებ, მოიხსნა, ვის შეუერთდა და ა.შ. პასუხი იყო, რომ გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს. ალბათ, ამას წლების შემდეგაც იტყვიან. ვკითხე, შეგიძლიათ მითხრათ თარიღი, როდის მოითხოვეთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება - მეთქი? მაგალითად, როდის მიმართეთ შსს-თქო. პასუხი იყო, რომ არ ახსოვს“, - განაცხადა გურამ როგავამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.

ის უწყებაში 15:00 საათზე იყო დაბარებული.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი გურამ როგავა 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია