მაია ალუდაური - ჩვენი საქმეა წიგნი, ლიტერატურა, ჩვენ გამომცემლები და რედაქტორები ვართ, ჩვენი სამუშაოა ფიქრი და მუშაობა, მაგრამ ვდგებით მაგიდებიდან და გამოვდივართ ქუჩაში - ისეთი რამ დადგა სასწორის პინაზე, არჩევანი არ დაგვრჩა

ჩვენი საქმეა წიგნი, ლიტერატურა, ჩვენ გამომცემლები და რედაქტორები ვართ, ჩვენი სამუშაოა ფიქრი და მუშაობა, მაგრამ ვდგებით მაგიდებიდან და გამოვდივართ ქუჩაში - ისეთი რამ დადგა სასწორის პინაზე, არჩევანი არ დაგვრჩა, - ამის შესახებ „პალიტრა L”-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების აქცია-მსვლელობის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს პროტესტის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა.

„რატომ ჩაერთნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები პროტესტში? - არ დაგვიტოვეს მეტი გზა, მეტი გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ახლა, ჩვენ ვერც სახლში გავჩერდებით, ვერც სამუშაო მაგიდებთან.

ძალიან მოინდომა ხელისუფლებამ და დღეს უკვე ხელისუფლებად წოდებულმა, რომ ჩვენ ამდენი საქმეში ჩაფლული ხალხი...[გარეთ გამოგვიყვანა]. ჩვენი საქმე წიგნია, ლიტერატურაა, ჩვენ გამომცემლები ვართ, ჩვენ რედაქტორები ვართ, ჩვენ ტექსტებზე მომუშავე ხალხი ვართ. ჩვენი სამუშაოა კონცენტრირება, მშვიდად ყოფნა, მშვიდი გარემო და ძალიან კარგ რაღაცებზე ფიქრი და მუშაობა, მაგრამ ჩვენ გამოსულები ვართ ყინვაში, გვცივა, ვიღლებით - ვდგებით სამუშაო მაგიდებიდან და გამოვდივართ ქუჩაში, ვდგავართ და ვათენებთ. ამას ვერ გაგვაკეთებინებდა ვერავინ და ვერაფერი გარდა უდიდესი საფრთხისა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. დღეს, ისეთი რამ დადგა სასწორის პინაზე, რომ არჩევანი, რა გავაკეთოთ, არ დაგვრჩა და ვერც დაგვრჩება! ", - განაცხადა „პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა.

ცნობისთვის, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.

მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია