ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს

მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად“, - წერს კასპარ ველდკამპი.

მისივე თქმით, ნიდერლანდები ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მზად არის.

„ნიდერლანდები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებას გააგრძელებს და მზად არის ქართველ ხალხს ორმხრივი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ეს მოიცავს ჟურნალისტებისთვის დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას, როგორიც აირწინაღებია, რათა მათ თავიანთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება შეძლონ“, - აღნიშნავს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, მანამდე "რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ევროკომისია განსახილველად წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. მისივე ცნობით, აღნიშნულისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს