ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მედეა" საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

ბელგიაში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მედეა" საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.

მედეა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ანსამბლ "მედეას" წარმოდგენილმა საკონკურსო ცეკვებმა "დავლური ქართული" და "მთიულური” ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ანსამბლის წევრები პირველი პრემიის მფლობელები გახდნენ.

კერძოდ, ანსამბლის ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ მედეა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის ქართული კულტურის ცენტრ "კავკასიონთან" არსებულმა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა "მედეამ" ხელოვნების მსოფლიო ფესტივალ - კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც იტალიის ჯუზეპე ვერდის სახელობის თეატრში 5-9 დეკემბერს გაიმართა.

"მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლის წევრები ემიგრანტები არიან, არ ვკარგავთ ქართულ იდენტობას და ტრადიციებს. ანსამბლი "მედეა" დღიდან დაარსებისა იყო და არის ქართული ხელოვნების დესპანი უცხო მიწაზე. ამჯერადაც ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ალბათ, ამაზე დიდი ბედნიერება არც არაფერია ამხელა მასშტაბის ფესტივალზე, რომ ავაჟღერეთ საქართველოს ჰიმნი და ავაფრიალეთ საქართველოს დროშა. ტრიუმფალურად წარვდექით მაყურებლის და ჟიურის წინაშე. მადლობას ვუხდი ჩემს მოცეკვავეებს", - განაცხადა მედეა ჟორჟოლიანმა. მისივე თქმით, ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა 600-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო, მათ შორის იყვნენ კონკურსანტები იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, სან მარინოდან, ალბანეთიდან, ხორვატიიდან და პერუდან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი