პენტაგონი - ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი დანაკარგები განიცადეს

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები პირველად ჩაერთნენ ბრძოლაში რუსეთის ძალებთან ერთად კურსკში და ვაშინგტონს აქვს მინიშნებები, რომ მათ დანაკარგები განიცადეს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ჩაერთნენ ბრძოლაში კურსკში. გვაქვს მინიშნებები, რომ მათ განიცადეს მსხვერპლი, ჰყავთ როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები“, - აღნიშნა პეტ რაიდერმა.

მისი თქმით, არ აქვს დეტალები მსხვერპლის რაოდენობის შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარები ბრძოლაში გასულ კვირას ჩაერთნენ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფების მინიმუმ 30 ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია