სენატორი ბენ კარდინი - პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესების ჩათვლით

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა დაგმო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა შაბათს გამართული საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა და ფართოდ გააკრიტიკა ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა, - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

“„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება საკუთარ მედროშედ ცნობილი ანტიამერიკული პროვოკატორის, მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით. ბ-ნი ყაველაშვილი ცენტრალური ფიგურაა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის მისი რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის თანაავტორობაში“, - აღნიშნა ბენ კარდინმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე.

„როდესაც ქართველი ხალხი შაბათს მასობრივად შეიკრიბა ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან“, - აღნიშნა სენატორმა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა უზრუნველყოს მათი ანგარიშვალდებულება, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორგანიზებაში.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით. ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველ ხალხთან დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“, - განაცხადა სენატორმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი