ვანუატუში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ვანუატუში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილაში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობა დაზიანდა, კერძოდ, მისი პირველი სართულის ნაწილი ჩამოინგრა.

მიწისძვრის შემდეგ აშშ-მა ვანუატუში საელჩო დახურა.

„პორტ-ვილაში აშშ-ის საელჩო მნიშვნელოვნად დაზიანდა და შემდგომ შეტყობინებამდე დაკეტილია“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო პაპუა-ახალ გვინეაში.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი