ჯეფრი საქსი - საქართველოში ადგილი აქვს რეჟიმის შეცვლის მცირე ტიპურ მანევრს, ამაში აშშ-ის ხელი აბსოლუტურად ნათელია

სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოში ადგილი აქვს რეჟიმის შეცვლის მცირე ტიპურ მანევრს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსმა ჯეფრი საქსმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებში ამერიკის ხელი ურევია.

„ადგილი აქვს რეჟიმის შეცვლის მცირე ტიპურ მანევრს, ეს არ გამოვა, მაგრამ მიზანი რეგიონის დესტაბილიზაცია იყო. ამაში აშშ-ის ხელი აბსოლუტურად ნათელია“, - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

მან რუმინეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „კიდევ ერთი უცნაური ეპიზოდი ვიხილეთ რუმინეთში. სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა და წამყვანი კანდიდატი აცხადებდა: „უნდა დავასრულოთ ომი უკრაინასთან“ და რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნები გააუქმა რუსეთის ჩარევის ბრალდებით და კანდიდატმა, რომელიც მშვიდობისკენ მოუწოდებდა, არჩევნებში გამარჯვება ვერ შეძლო“, - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი