ანა ლიურმანი - „ქართულ ოცნებას“ ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ

„ქართულ ოცნებას“ ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ, - ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოში შექმნილი ვითარებით ღრმად შეშფოთებული ვარ. მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა ღრმად შემაშფოთებელია და ამიტომ, დღეს ჩვენ ევროპული საბჭოს დასკვნებს განვიხილავთ, სადაც მკაფიოდ ვგმობთ „ქართული ოცნების“ ამ ქმედებებს და ასევე, ვმუშაობთ კონკრეტულ სანქციებზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამ სასტიკ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში ყველა შესაბამის პირთან ეროვნული დიალოგი დაიწყოს, რადგან ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსსა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მიზნებს“, - განაცხადა ანა ლიურმანმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი