პაატა მანჯგალაძე - ვინც თავს იბრმავებს, აქციებს, იქ დარბეულ, დაჭერილ ადამიანებს არ იმჩნევს და არ თანაუგრძნობს, არის მონა და ლაჩარი!

ვინც თავს იბრმავებს, აქციებს, იქ დარბეულ, დაჭერილ ადამიანებს არ იმჩნევს და არ თანაუგრძნობს, არის მონა და ლაჩარი! - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძის აზრით, ახლა არის ერთიანობის, სოლიდარობის და გმირული წინააღმდეგობის დრო.

„თითქმის ერთი თვეა, ჩვენი საამაყო მოქალაქეები ყინვის, დაჭერის, დარბევის მიუხედავად, პროტესტს აგრძელებენ, ხოლო რაღაც ნაწილი არ იმჩნევს და დუმს.

პირდაპირ უნდა ვთქვათ: - ის, ვინც თავს იბრმავებს, აქციებს, იქ დარბეულ დაჭერილ ადამიანებს არ იმჩნევს და არ თანაუგრძნობს, არის მონა და ლაჩარი!

ყველამ კარგად იცის, გლობალური ომის ძალები კი არა, რუსეთი არის მტერი. ის გვეღობება უკეთესი ცხოვრებისკენ, მაგრამ ზოგიერთი პირადი სარგებლის და გამორჩენის გამო დუმს. ასეთებს სხვა რა სახელი უნდა ვუწოდოთ, გარდა მონის და ლაჩრისა!

კიდევ როდის და სად დასჭირდებით საქართველოს, თუ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ვერ გავიმარჯვებთ?! ახლა არის ერთიანობის, სოლიდარობისა და გმირული წინააღმდეგობის დრო!” - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება