გია ვოლსკი - ევროკავშირს ჩვენ საგარეო კურსთან არავითარი საპრეტენზიო არ აქვს - როცა საქართველოს მიმართ რაიმე ნეგატიური ან მკაცრი გადაწყვეტილება მიიღება, არის უსამართლობა და პოლიტიკური კონიუნქტურით გამოწვეული

ევროკავშირს ჩვენ საგარეო კურსთან არავითარი საპრეტენზიო არ აქვს - როცა საქართველოს მიმართ რაიმე ნეგატიური ან მკაცრი გადაწყვეტილება მიიღება, არის უსამართლობა და პოლიტიკური კონიუნქტურით გამოწვეული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა.

„ევროკავშირს არავითარი საპრეტენზიო ჩვენთან არ აქვს იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ჩვენი საგარეო კურსი. არ ემთხვევა რაღაც საკითხები ერთმანეთს, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ეს არდამთხვევა მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში არ შევდივართ რუსეთთან, ვერ შევდივართ, რადგან გაანადგურებს ეს ქვეყანას. სხვა სხვაობა ჩვენს მიდგომებს შორის არ არსებობს. არის კიდევ გარკვეული თემები, რომელიც ეხება ლგბტ პროპაგანდას. აქ ძალიან მკაცრები არიან ჩვენთან. მხოლოდ ის ორი ქვეყანა (უნგრეთი და სლოვაკეთი) არის ძალიან პრინციპული, რომელშიც ასევე არის მნიშვნელოვანწილად კონსერვატიული დამოკიდებულება გარკვეული ღირებულებების მიმართ, რაც დანარჩენ ევროპაში არის დაშვებული. თუნდაც ერთსქესიანთა ქორწინება. სხვა ჩვენ შორის არანაირი სხვაობა არ არის. ეს არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული სტანდარტით ატარებს არჩევნებს და რაც მთავარია, ეს არჩევნები არ გაყალბებულა. ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა გადაწყვეტილება მიიღება რაიმე ნეგატიური ან მკაცრი საქართველოს მიმართ, ეს არის უსამართლობა და პოლიტიკური კონიუნქტურით გამოწვეული”, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს