ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ევროკავშირი ქართველ ხალხს არ მიატოვებს

ქართველი ხალხი ავლენს თავის უდავო ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისა და ევროპული მომავლის მიმართ. ევროკავშირი არ მიატოვებს მათ, - ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მან საქართველოსთან დაკავშირებული დებატების დროს განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით გააკეთა.

„გავაძლიერებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რათა მათ გააგრძელონ მუშაობა ამ გადამწყვეტ პერიოდში. კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ კომუნიკაციას. ის, რასაც ჩვენ დღეს ამ პანელიდან ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით მესიჯს. ქართველ ხალხს უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერისა და ევროკავშირის უწყვეტი ერთგულების ძლიერი მესიჯი, „ქართულ ოცნებასთან“ კი ხაზი უნდა გავუსვათ მისი ქმედებების ფასს“, - აღნიშნა დუბრავკა შუიცამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა