სტუდენტების ნაწილი თეატრალური უნივერსიტეტის ფოიეში შეიკრიბა - ისინი რექტორთან შეხვედრას და აქციებზე დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის შესახებ მკაფიო განცხადების გაკეთებას ითხოვენ

თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები უნივერსიტეტის შესასვლელში არიან შეკრებილები და რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სოლიდარობას უცხადებს აქციის დროს დაკავებულებს.

“ჩვენ გვინდა სიტყვის თქმა, სტუდენტებს, რომელთა სიტყვა მნიშვნელოვანია ისმოდეს მკაფიოდ, ჩვენ ვართ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები და დღეს, ვიკავებთ უნივერსიტეტის შესასვლელს იმ მიზეზით, რომ ითქვას ერთი და მთავარი სიტყვა მოცემულ სიტუაციაში, სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, გიორგი მახარაძეს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, ავთო დიასამიძეს და ყველა დარბევის დროს დაზარალებულ და უკანონოდ დაპატიმრებულს. იმედს ვიტოვებთ ხვალ ეს სიტყვა ოფიციალურად უნივერსიტეტის სახელით დაფიქსირდება”,- აცხადებენ სტუდენტები.

მათივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ უნივერსიტეტში დარჩენას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება